Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე შოთა მურღულიას უნიათობაში ადანაშაულებს

თარიღი : 7-04-2014, 15:53 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრია გია თევდორაძე ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას უნიათობაში ადანაშაულებს.
თევდორაძის თქმით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში ჩადგმულ შპს „მადლის“ მიერ მეტალოპლასტმასის ჯიხურებს 10 დღის ვადაში აიღებდნენ, თუმცა მისი თქმით, ეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
„ მერიასა და შპს „მადლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავიდანვე დანაშაულებრივი იყო, რადგან 1 კვ.მ-ზე მხოლოდ 50 თეთრს იხდიან. მივმართავ შოთა მურღულიას, ჩააყენოს ქალაქის მოსახლეობა საქმის კურსში და აუხსნას, თუ რატომ არ მოხდა მათი ბრძანებისამებრ ჯიხურების 10 დღის ვადაშიაღება," - აცხადებს თევდორაძე.
გია თევდორაძის ბრიფინგს გამოეხმაურნენ ქალაქის მერიაში. ადგილობრივი თვითმმართველობის იურისტის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ქალაქის მერიამ ჯიხურების აღების გადაწყვეტილება ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მიიღო, თუმცა შპს „მადლმა“ ქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ამ უკანასკნელმა კი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დადგენილების მოქმედება შეაჩერა.


ნანახია: 1898-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიდრე სასამართლო ჯიხურების ბედს გადაწყვეტს, პოლიტიკურ წრეებში ჯიხურების მეპატრონეთა და აღნიშნული ობიექტების მიმართ ინტერესის
უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება პოლიტიკური არაუპასუხისმგებლობაა.
თევდორაძის თქმით, მას არ ახსენდება ქალაქის არცერთი პირველი პირი, რომელიც ასე ზურნავდეს, ქალაქის დაკნინებაზე, როგორც მურღულია.
ქუთაისში განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურების ასაღებად ქალაქის მერიამ შპს „მადლს“ 10 დღიანი ვადა მისცა.
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან. ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტის დილიდან
გია გოქაძის თქმით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას, მან ერთი თვის წინ განცხადებით მიმართა, რომ ძეგლის

ამინდი