Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორი იქნება ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტი და რისთვის ზრდის თანხებს მუნიციპალიტეტის მერია?

თარიღი : 10-12-2020, 21:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოს წარუდგინა.

როგორც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, მერია სრულად იზიარებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენიშვნებს და არსებული ფინანსური რესურსების ფონზე, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება.

ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტი ძირითადად ორიენტირებული იქნება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე. მერის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვას, რომ საკრებულო ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს დაუჭერს.

ახალი ბიუჯეტით სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება ამ ეტაპზე 74 ათასი ლარით გაიზრდება და 580 ათასი ლარით განისაზღვრება.

გაორმაგდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭივრებული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის დაფინანსება. ამ მიმართულებით 2021 წელს 120 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, აღნიშნულ მუხლში 60 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა უსახლკაროთა კერძო ან საერთო საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მოსაგვარებელია ფუნდამენტური საკითხები ქონების ფლობასთან დაკავშირებით.

იზრდება “სათნოების სახლის” სუბსიდირება 10 ათასი ლარით და გ 107 ათასი ლარი გახდება. ეს თანხა ძირითადად მიმართული იქნება კვებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იზრდება მომსახურების არეალიც და დაბის გარდა, უფასო კვებით მუნიციპალიტეტეტის სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებიც ისარგებლებენ.

“გადაუდებელი რეაგირების პროგრამა გაიზრდება 10 ათასი ლარით და განისაზღვრება 20 ათასი ლარით. ამ მუხლით მოხდება ისეთი დახმარებების გაწევა, რომელიც სხვა ქვეპროგრამებში არ არის გაწერილი და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

ნაგვის ბუნკერების შესაძენად მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა არახელსაყრელია, თუმცა გამოიყოფა 50 ათასი ლარი და მათ შეძენას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება.

ბიუჯეტის პირველ ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო ხარჯი გარე განათების ქსელის გაფართოების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით “ შესაძლებელია აღნიშნული პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე მერიამ ამ მიმართულებით 40 ათასი ლარი მაინც გამოყო.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, მუნიციპალიტეტის მერია გაითვალისწინებს საკრებულოს რჩევას და შეძლებისდაგვარად დააფინანსებს კონკრეტულ ინიციატივებს, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

მუნიციპალიტეტის შიდა გზების კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების გაზრდასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2021 წელს უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან დაახლოებით 4-5 მილიონამდე თანხის გამოყოფა, რომელსაც არ დასჭირდება თანადაფინანსება, ასევე საკუთარი შემოსულობებიდან უკვე გამოყოფილია ნახევარი მილიონი გზების კაპიტალურ შეკეთებაზე. ამ ეტაპზე, გზების შეკეთების ხარჯები დამატებით გაიზრდება 20 ათასი ლარით.

სანიაღვრე არხებისა და გზებზე ნაპირსამაგრების მოწყობაზე გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტს ნაშთების სახით აქვს რესურსები სტიქიის შედეგების ზიანის ლიკვიდაციისათვის.

სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 50 ათასი ლარი და სულ ეს ქვეპროგრამა განისაზღვრება 100 ათასი ლარით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებითი ხაზების დანიშვნასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა, 2021 წლის ბიუჯეტში არის მცირე რესურსი გადაუდებელი აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად დამატებითი ხაზების დასანიშნად.

მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ აქვს საკმარისი რესურსები დამატებით გამოყოს სახსრები ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირებისა და საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად, თუმცა შესაძლებელია საკრებულოსა და მერიის ხარჯებიდან გამოიძებნოს თანხები და შედარებით უკეთ მოეწყოს სამუშაო გარემო.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, უშუალოდ მერიის ინიციატივით იზრდება სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამა 40 ათასი ლარით და განისაზღვრება 100 ათასი ლარით.

იზრდება რელიგიის დაფინანსება 20 ათასი ლარით და იქნება 30 000 ლარი.

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება იზრდება 10 ათასი ლარით და განისაზღვრება 20 000 ლარით. აქვე გეტყვით, რომ თანხების გაცემისას დაინერგება კონკურსის ფორმატი.

მოხდება ამბულატორიების ინტერნეტიზაცია და ამ მიმართულებით 10 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალურ პროგრამებს ემატება ახალი ქვეპროგრამა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ კორექტირებული ბიუჯეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.


ნანახია: 358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები
საკრებულომ ჯამში 767 ათასი ლარის საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა
ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის

ამინდი