მანანა მიქაძე: იმერეთის გუბერნატორმა „ქართული ოცნების“ სია „ნაციონალებით“ გატენა
თარიღი : 7-04-2014, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის თქმით, ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად ორი სია გადაიგზავნა.
მიქაძის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქალაქის საკრებულოს „მეოცნებე“ დეპუტატების სია მოამზადა, რომელშიც უმრავლესობა „ნაციონალებია“.
“სია გადავგზავნეთ ჩვენც და იმერეთის გუბერნატორმაც. წესით მხოლოდ ჩვენ უნდა გადაგვეგზავნა, მაგრამ იმერეთის გუბერნატორმა ნამდვილი „მეოცნებეების” სია არ ისურვა და “ნაციონალებით“ გატენილი სია გადაგზავნა. მე ვამბობ საჯაროდ, თუ ცენტრალურ ოფისში იმერეთის გუბერნატორის სია დამტკიცდა, ქუთაისელი ხალხი ამაზე მოითხოვს პასუხს და იტყვის „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კიდევ რატომ ბოგინობენ „ნაციონალები“, რაზეც მე პასუხს ვერავის გავცემ“, - აცხადებს მიქაძე.
მისივე თქმით, ის შეგნებულად არ გაასაჯაროვებს კოალიციის რაიონული ორგანიზაციის შედგენილ სიას, რადგან თუ იმერეთის გუბერნატორის სია დამტკიცდა, მაშინ საზოგადოება გაურკვევლობაში ჩავარდება.