ქუთაისში ვირუსს ქალაქის საპატიო მოქალაქე ემსხვერპლა
თარიღი : 5-12-2020, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე გარდაიცვალა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროიდთვის 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროიდთვის 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა.