Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ დიდი კომპანიების შიდა სამზარეულოთი”

თარიღი : 4-12-2020, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კამპანია “არა მონობას” საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის წერილს აქვეყნებს.

“წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს ბანკში. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით სხვა ფილიალში ან სხვა დეპარტამენტში მსგავსი რამ ხდებოდა თუ არა, მაგრამ ჩემთან რაც ხდებოდა გიამბობთ. 3 თვე გვამზადებდნენ თეორიულად და პრაქტიკულად. სასწავლო ცენტრი, ტრენერები, ტესტები, შეფასების საფეხურები, გასაუბრებები ფსიქოლოგებთან. მოკლედ, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ანაზღაურება იყო შესაბამისი თავის დროზე. შვებულება, დასვენების დღეები თავის დროზე. საათივით აწყობილი დეპარტამენტი გვქონდა ფრონტის თანამშრომლებს, რომელსაც მართავდა ი.ქ. მენეჯერები ჩვენი მოტივატორები იყვნენ, საუკეთესო მმართველები გვყავდა. ორსულებს ხელის გულზე ატარებდნენ. შესაბამისად, ჩვენც მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და შედეგიც გვქონდა-კმაყოფილი მომხმარებლები და შესრულებული გეგმები. მოკლედ, იყო სრული წესრიგი. ოღონდ, ეს იყო მაშინ...

წავიდა ი. ქ. შეიცვალა მენეჯმენტი და ბანკი გადავიდა ახალ, ე.წ მაკენზის სისტემაზე აი აქედან იწყება ყველაფერი. დაიხურა იურიდიული პირების დეპარტამენტი და მათი ფუნქცია-მოვალეობები გადავიდა მოლარე-ოპერატორებზე, რომლებიც არც კი გადაუმზადებიათ და მათთვის სრულიად უცხო პროცედურებს ბრმად აკეთებდნენ. შესაბამისად იყო უამრავი დარღვევები და გაღიზიანებული მომხმარებლები. იურიდიული პირისათვის განკუთვნილ ზოგიერთ პროცედურას დრო სჭირდება, რასაც მიჩვეული არ იყო ფიზიკური პირი, ამიტომაც იყო პროტესტი, ლანძღვა-"ეს დებილები", "ამდენი ხანი რას აკეთებენ", "ამდენი ჭკვიანი უმუშევარია და ეს დებილები დასვეს მაინცდამაინც" და ასე შემდეგ. ფუნქციები შეეცვალათ ბანკირებსაც, და მათი ფუნქციებიც მოლარე-ოპერატორზე გადავიდა. ანუ, ამ პოზიციას გარდა თავისი ფუნქციებისა, დაემატა ორი დეპარტამენტის ფუნქცია და ასევე, გაუზარდეს ლიმიტები და ღია სივრცეში ითვლიდნენ ათასობით და 100 000-ით თანხებს. ამასთან, გაეზარდათ გეგმები. თუ დღის განმავლობაში 4 ანაბარს, 12 დამატებით პროდუქტს, 4 ბარათს და სესხებზე გადამისამართებას არ გააკეთებდა, სახლში ვერ წავიდოდა. ხელფასი-იგივე! ამას ყველაფერს გავუძლებდით, რომ არა მენეჯმენტის ბატონყმური დამოკიდებულება- ყვირილი, ლანძღვა შემდეგი სიტყვებით-დებილი ხარ! სოფლელებო, უმაქნისებო, ტყუილად იღებთ ხელფასს და ასე შემდეგ, როდესაც მენეჯერი არ იყო ხასიათზე, ღამის 10 საათამდე გვტოვებდა ორსულებს, წვრილ-შვილიანებს, დაღლილებს. მოკლედ, არ უნდოდა და არ გვიშვებდა, რადგან უფრო მეტი პროდუქტი არ გავყიდეთ. სამსახურებში გვაკითხავდნენ ქმრები, შვილები, ძიძები... სტრესის ფონზე თანამშრომელს მუცელი მოეშალა. ვინც გააპროტესტა - დასაჯეს და სხვა ფილიალში გაუშვეს მიუვალში. ამიტომ, ხმის ამოღების ყველას ეშინოდა. არ მოგწონს-წადი! იმდენი უმუშევარია, ასეთ პრესტიჟულ ბანკში ვინ არ იმუშავებს-ასეთი იყო დამოკიდებულება! ვიღაცამ სათაოში მეილიც კი მიიწერა სამსახურში გვათენებინებენო, მაგრამ უშედეგოდ. ზედა მენეჯმენტისთვის შედეგი იყო მთავარი და რის ხარჯზე იდებოდა შედეგი, ეს არ აინტერესებდათ. იძულებულებს გვხდიდნენ გაყიდვები ხელოვნურად გაგვეზარდა სხვადასხვა "მაიმუნობით" რის შედეგადაც იყო უამრავი საჩივარი, დარღვევები, სასამართლოებში სირბილი და ასე შემდეგ. სხვა თუ დღის გეგმას ვერ ასრულებდა, გვტოვებდნენ ყველას! ეს იყო ჯოჯოხეთი მეგობრებო. ვინც ვერ გაუძლო, წავიდა... ძალიან ბევრი წავიდა.. მეც მათ შორის. ხელმძღვანელობა არც ინტერესდებოდა ამდენი კვალიფიციური კადრის გადინებით. არის უამრავი სხვა ისტორიაც მენეჯმენტის უსამართლობაზე, მაგრამ იმდენია, აქ ვერ დავწერ. ვიყავით იურისტებთანაც და გვითხრეს რომ სასამართლოები გაიწელებოდა და აზრი არ ჰქონდა. ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ძველი ბანკი, მაგრამ მძულს ბოლო წელი, რომელმაც ჯანმრთელობა და ნერვები მოგვისპო. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ დიდი კომპანიების შიდა სამზარეულოთი. უამრავი დარღვევაა ადამიანის უფლებების, შრომის კოდექსის, რეგულაციების... მე მაქვს ფაქტებიც, მეილები, მიმოწერები მენეჯერების, თუ როგორ გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ გასაჯაროებისგან. ყველაფრის დაწერა არ მინდა, სწორად გამიგეთ. ასე თუ ისე წლები გავატარე აქ, მაგრამ მინდა ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ ერთი შეხედვით როგორია "პრესტიჟული სამსახური" მადლობა,”-წერს ყოფილი თანამშრომელი.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
რას ჰყვება ყოფილი სტუდენტი, რომელსაც ბანკმა დავალიანება დაარიცხა?

ამინდი