"მივმართავ ქუთაისის მერიას, თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა რომ იბრალებს, რატომ გძინავთ?
თარიღი : 7-04-2014, 12:58 | კატეგორია: პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიასა და ქალაქის ხელმძღვანელობას მოსახლეობის ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებს.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობაში დღეს განცხადება გააკეთეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, ასპინძაში დარეგისტრირებული ორგანიზაცია ქალაქის მოსახლეობისგან ფულს კრებს და 10 დღის ვადაში ტარაკნების, ვირთხებისა და მავნე მწერებისგან დაცვის მიზნით, კორპუსების დეზინფექციას ჰპირდება.
„მოსახლეობაში თხოვნის ფორმით კულტურულად მიდიან და ზოგან ერთ ლარს, ზოგან ორ ლარს კრებენ. მე მინდა მივმართო ქუთაისის მერიას, სამართალდამცავ ორგანოებს, ამ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა რომ იბრალებს, სად ხართ, რატომ გძინავთ და რატომ აძლევთ ამ ხალხს საშუალებას თქვენი სახელით ფული იშოვოს. კეთილი ინებეთ და მოსახლეობის ინტერესები დაიცავით. სასწრაფოდ დააკავეთ ეს ადამიანები და ამოღებული თანხები მოსახლეობას დაუბრუნეთ,“ - აცხადებს წულაია.