Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოსწავლეების სამოთხე-ისტორია მათთვის, ვინც სკოლის შერჩევაზე დიდ ძალისხმევას ხარჯავს

თარიღი : 30-11-2020, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ანი აბაშიძე კერძო სკოლა "მერმისი"-ს მეთერთმეტე კლასია მოსწავლეა. სკოლაში სწავლა ნოლი კლასიდან დაიწყო. ამბობს, რომ თავის დროზე, რითაც მისმა მშობლებმა საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას იხელმძღვანელეს, სწავლის მაღალი ხარისხი და მოსწავლეთა უსაფრთხოება იყო. ანის სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის არსებული მეგობრული გარემო და დისციპლინა მოსწონს. ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მაქსიმალურად ეხმარებიან მოსწავლეებს თავიანთი მიზნების რეალიზაციაში.

"მერმისი"-ს მოსწავლეს არ სჭირდება რეპეტიტორი. სკოლაში ისეთი პედაგოგები გვყავს, რომლებიც საქვეყნოდ აღიარებულები არიან არა მხოლოდ თავიანთი ცოდნით, არამედ ადამიანობით. გვეხმარებიან განვითარებაში, გვაძლევენ საკუთარი ნიჭის გაღრმავების საშუალებას. არ აქვთ ის მიდგომა, რომ მე მასწავლებელი ვარ და შენზე მეტი ვარ, რითაც მოსწავლეებში დიდ სიყვარულს და პატივისცემას იწვევენ,"-ამბობს ანი აბაშიძე.

ანის მიზანს თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება და კომპიუტერული მეცნიერებების დაუფლება წარმოადგენს. სურს, რომ მაქსიმალურად გაამართლოს მისი სკოლისა და პედაგოგების იმედები. ანის უფრო მეტ მოტიცავიას ის გარემოებაც აძლევს, რომ სკოლა სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსების საშუალებას აძლევს.

"იცით, რომ კერძო სკოლა "მერმისი" ერთადერთი სკოლაა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც საკუთარი საცურაო აუზი აქვს და რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევს. მე ამ საცურაო აუზის ადმინისტრატორი ვარ. მაქსიმალურად მიწყობენ ხელს, რომ სწავლა და სამუშაო ერთმანეთს შევუთავსო. რომ არა სკოლის მმართველის ამგვარი დახმარება, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. აქ მომწონს ის მომენტი, რომ თუ რომელიმე მასწავლებელმა შენში რაიმე საქმის ნიჭი დაინახა, აუცილებლად მოგცემენ მისი განვითარების შესაძლებლობას და ყოველმხრივ შეგიწყობენ ხელს, რომ საკუთარი თავი იპოვო. მოკლედ, "მერმისი" მოსწავლეების სამოთხეა დედამიწაზე,"- ამბობს ანი აბაშიძე.


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი