Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერის ინიციატივით, მერია საჭიროების მქონე მოქალაქეებს ტრანსპორტით მოემსახურება

თარიღი : 28-11-2020, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად ახალი სერვისი ამოქმედდა.

ზესტაფონის მერის გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებს მერია სატრანსპორტო მომსახურებას გაუწევს.

ახალი სოციალური სერვისის მიხედვით, კოვიდინფიცირებულები ან სიმპტომების მქონე პირები ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ, რომ ესაჭიროებათ სატრანსპორტო მომსახურება. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მოხდება მათი მომსახურება და გადაყვანა შესაბამისი დანიშნულების ადგილზე.

“სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ზესტაფონის მერიამ გადამზიდავ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სოციალური სერვისი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება დაუცველი მოსახლეობისთვის და ასევე დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას,”-აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი