Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

თარიღი : 27-11-2020, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი