Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებებია

თარიღი : 27-11-2020, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოზიციაზე ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვალერი ჭიპაშვილი დაინიშნა.

“მაქსიმალურად შევეცდები, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, აქტიური მონაწილეობა მივიღო იმ გამოწვევების გამკლავებასა და პრობლემატური საკითხების მოგვარებაში, რომელიც ახალ მერს თავის გუნდთან ერთად აქვს დასახული მიზნად ხარაგაულის მოსახლეობის საკეთილღეოდ. დღეიდან უკვე, ბაზალეთის თემის მაცხოვრებლებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, უფრო მეტად ვიქნები მთელი ხარაგაულის მოსახლეობის გვერდით უკვე ახალი შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა იქნება ნაყოფიერი, რადგან მუნიციპალიტეტს ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მერი-კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტში ხარაგაულელთა ინტერესებს დაიცავს თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი პაატა კვიჟინაძე და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა.

გპირდებით, რომ ხარაგაულში მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის თანამშრომლობა და საქმიანობა იქნება ეფექტური. ჩვენ კარგად ვიცნობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება, რადგან “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი მიზანი ძლიერი და წარმატებული მუნიციპალიტეტია,”-ამბობს ვალერი ჭიპაშვილი.


ნანახია: 379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
როგორც ბაზალეთის თემის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, სეტყვა დაახლოებით

ამინდი