Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ცვლილებების შეტანა სურს ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს?

თარიღი : 24-11-2020, 22:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია იმ საბიუჯეტო ინიციატივებს ახმოვანებს, რომლის ასახვა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სურს.

“ჩემი მხრიდან სადებუტატო ინიცირების უფლებამოსილების ფარგლებში 2021 წლის ბიუჯეტისთვის მომზადდა 6 საბიუჯეტო და 1 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც გასაცნობად და კომენტირებისთვის წარედგინება საკრებულოს კომისიებს, აღმასრულებელ რგოლს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ადგილობრივ მოსახლეობას,”-ამბობს ირაკლი შენგელია.

საბიუჯეტო ინიციატივები:

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა:

პროგრამა ითვალისწინებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას;

მეოთხე შერეული პოლიკლინიკის ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირება:

პროგრამა გულისხმობს შშმ ქალების სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით კლინიკის კვლევითი კაბინეტების ადაპტირებას, აღნიშნული სერვისი ამ დროისთვის რეგიონში არსებულ არცერთ კლინიკაში არ არის დანერგილი.

ონლაინ სწავლების პირობებში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინტერნეტით დახმარების პროგრამა:

პროგრამა გულისხმობს კოვიდ პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების და სტუდენტების ინტერნეტით უზრუნველყოფას.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა:

პროგრამა ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტიუციური განვითარების და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას, კერძოდ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ამხანაგობებს გაუმარტივდებათ მიმაგრებული მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტაცია და საამზომველო ნახაზების მომზადება.

N18 საუბნო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, ელექტონული სერვისების დანერგვა და ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციით სადისკუსიო სივრცის შექმნა:

პროექტი ითვალისწინებს N18 საუბნო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ახალი ინვენტარით აჭურვას, წიგნთა ფონდის განახლებას და ელექტრონული სერვისების დანერგვას. ამასთან საინფორმაციო სადისკუსიო სივრცე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, კულტურული და სამეცნიერო პროგრამების პოპულარიზაციას, ბიბლიოთეკაში არსებული ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო კუთხის შესაბამისი დოკუმენტური და ლიტერატორული ნამუშევრებით უზრუნველყოფა კი გაზრდის ახალგაზრდების და მოსახლეობის ინფორმირებულობას ნატოს და ევროკავშორის შესახებ.

მუნიციპალიტეტის 5 წლის ხანდაზმულობის ვადის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის კვლევა და შეფასება:

კვლევა ერთის მხრივ შეაფასებს არსებული მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობას, მეორე მხრივ კი გამოყოფს ახალ საჭიროებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ინიციატივა:

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკიხთა კომისიასთან ერთად შემუშავებული საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის მიღება.


ნანახია: 260-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული

ამინდი