Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური ფესტივალი კალათბურთში

თარიღი : 6-04-2014, 17:46 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური ფესტივალი კალათბურთში გაიმართა.შეჯიბრში მონაწილეობას გოგონათა და ვაჟთა გუნდები იღებდნენ.
სპორტსმენები იმერეთის ყველა რაიონიდან იყვნენ წარმოდგენილი.
ფინალურ ასპარეზობაში ერთმანეთს ქუთაისი და საჩხერე დაუპირისპირდნენ. საბოლოო გამარჯვება კი ქუთაისის გუნდმა მოიპოვა, ახალგაზრდა კალათბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 74 – 40 დაამარცხეს. გამარჯვებულს სულიკო თორთლაძის სახელობის თასი გადაეცა.
ზაზა მეფარიშვილმა ოლიმპიურ კომიტეტს სამომავლოდ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და კალათბურთის, როგორც სპორტის, პოპულარიზაციაში დახმარებას დაპირდა.
„დღეს ჩვენ გავაცხადეთ, რომ ქუთაისში ავაღორძინებთ სულიკო თორთლაძის იმ ტრადიციებს, რომლებიც ამ ქალაქს ოდითგანვე მოსდევს. მომავალში შევეცდებით, რომ ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით კალათბურთის განვითრების ახალი წინაპირობა შევქმნათ. ვფიქრობ, რომ მომავალი თაობებისთვის იმერეთის ოლიმპიურ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება კარგი მოტივაციაა“,-განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – თბილისი 2015 – ს ეძღვნებოდა.


ნანახია: 1978-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონატი იმერეთში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის
'ქუთაისი' საქართველოს თასის მფლობელი მეორედ გახდა.
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ამინდი