Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

თარიღი : 24-11-2020, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მერი პირველივე სამუშაო დღეს აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში.

კობა ლურსმანაშვილმა საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლოდ საკადრო ცვილებები იქნება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის საკითხი, რაც ხარაგაულის ინტერესებისა და განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელია.

“ყველა მოქალაქისათვის მერის კაბინეტის კარი ღია იქნება და აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებ. შევეცდები, გავამართლო იმ ადამიანთა იმედები, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს და ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცი, განვახორციელო.

ჩემი მიზანია, ყველა საკითხი, რაც დღეს მუნიციპალიტეტში აქტუალურია, უმოკლეს დროში გადაწყდეს და ხარაგაული ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი გახდეს,”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მერის თანამდებობას 2013-2016 წლებშიც იკავებდა, ამიტომ
ახლად არჩეულ მერს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების გაცნობა პირველ სამუშაო დღეს არ დასჭირვებია.

2016 წელს ლურსმანაშვილი ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

2020 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებზე კობა ლურსმანაშვილს ნდობა მოსახლეობის 55, 7 % -მა გამოუცხადა.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების მიმდინარეობის შეფასებასაც
Topnews.com.ge-სთან საუბარში უკვე მაჟორიტარი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, რადგან მოსახლეობამ მხარი ქვეყნის

ამინდი