Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თავიდან თავგადაკლული მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ სკოლაში ისეთი მასწავლებლები არიან, სწავლა შემაყვარეს,'-კერძო სკოლა ქუთაისში, რომლის მოსწავოლეებს სკოლის გარეთ მომზადება არ სჭირდებათ

თარიღი : 22-11-2020, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
თეკლა ჟორჟოლიანი ქუთაისში არსებული კერძო სკოლა "მერმისი"-ს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. აღნიშნულ სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობს. რაც ყველაზე მეტად მოწონს, მოსწავლეებისთვის სკოლაში შექმნილი თბილი, მოწესრიგებული და მეგობრული გარემოა.

ამბობს, რომ კერძო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორთანაც მეგობრობენ. თეკლასთვის აღნიშნული სკოლის კიდევ ერთი პლიუსია ის გარემოება, რომ "მერმისი"-ს მოსწავლეებს სკოლის გარეთ მომზადება და კერძო მასწავლებლის ძიება არ სჭირდებათ.

"პირველი კლასიდან ამ სკოლაში ვსწავლობ. დაბალი კლასის მოსწავლეებს მასწავლებლები აქვე ამზადებინებენ საშინაო დავალებებს, აქვე ასწავლიან გაკვეთილებს და მეორე დღისთვის სახლში მომზადებულებს უშვებენ. რაც მთავარია, სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეებს მაქსიმალურად დაეხმარონ საგნის ათვისებაში. გვყავს კარგი დირექტორი. არ ჰგავს იმ დირექტორებს, რომლებიც მოსწავლეებს არ იცნობენ და მოსწავლეები არ აინტერესებთ. პირიქით, მეგობრობს ჩვენთან. მე არასდროს დამჭირვებია რეპეტიტორი და ამ სკოლის უპირატესობაც ის არის, რომ "მერმისი"-ს მოსწავლეს სკოლის გარეთ მომზადება არ სჭირდება,"- ამბობს თეკლა ჟორჟოლიანი.

გიორგი მხეცაძე კერძო სკოლა "მერმისი"-ს კურსდამთავრებულია. მიმდინარე წელს სტუდნეტი გახდა და თვლის, რომ მის სტუდენტობაში დიდი წვლილი სწორედ აღნიშნულმა სკოლამ ითამაშა.

"რომ გითხრათ თავიდან თავგადაკლული მოსწავლე ვიყავი-თქო, ასე არ იყო, მაგრამ სკოლაში ისეთი მასწავლებლები არიან, სწავლა შემაყვარეს. სწავლის და განათლების ხარისხი სკოლაში მაღალია. მომთხოვნი პედაგოგები არიან და ამასთნავე მეგობრულები. მთელი პერსონალი მეგობრულია. სწავლა ის შემაყვარეს, რეპეტიტორი არ დამჭირვებია. ჩემს სტუდენტობაში დიდი წვლილი სკოლა "მერმისს" მიუძღვის,"- ამბობს გიორგი მხეცაძე.

ცნობისთვის, ქუთაისში ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის იმ სკოლის ისტორია, რომელიც მშობლებისათვის იმედს, მოსწავლეებისათვის კი წარმატების გზამკვლევს წარმოადგენს.
სწავლების მაღალი ხარისხი, ჯანსაღი, დაცული და უსაფრთხო გარემო, კვებით უზრუნველყოფა და წარმატებული მოსწავლეების დგილზე დასაქმების მაღალი შანსი-ეს ის პირობებია, რომელსაც ქუთაისში არსებული კერძო სკოლა "მერმისი" თამამად აკმაყოფილებს.


ნანახია: 326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.

ამინდი