Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი კანთელაძე: სპორტი ჩემთვის ნარკოტიკივით არის

თარიღი : 6-04-2014, 15:53 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი ჩემთვის ნარკოტიკივით არის. კვირაში 7 დღეს ვვარჯიშობ. ერთ დღეს გავაცდენ და ცუდად ვარ,“ - ასე ახასიათებს სპორტული ცხოვრებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობებს სპორტსმენი გიორგი კანთელაძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
18 წლის გიორგი კანთელაძე ორი წელია ნიჩბოსნობით არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა. დადიოდა ტანვარჯიშზე, თუმცა ტრავმის გამო იძულებული გახდა ვარჯიში შეეწყვიტა. ამბობს, რომ სპორტში წარმატებების მიღწევის გარდა, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და ეკონომისტის პროფესიის დასაუფლებლად ემზადება.
„წყალი მიყვარს. ცურვაში მინდოდა შესვლა, მაგრამ საქართველოში აუზებიც კი არ არის რომ ცურვით დაკავდე. სპორტი პირველ რიგში ჯანმრთელობაა და ნიჩბოსნობა სპორტის ერთ-ერთი უნიკალური სახეობაა. ასთმა მაწუხებდა და ეხლა ასთმის კვალი აღარ არის. ვისაც ბრონქები და ფილტვების დაავადებები აწუხებს, ნიჩბოსნობა მისთვის კარგია. მსიამოვნებს, როცა ვვარჯიშობ,“ - ამბობს სპორტსმენი.
ნიჩბოსნობით დაკავების არც თუ დიდი პერიოდის მიუხედავად, გიორგი კანთელაძეს ორჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი, ასევე აზერბაიჯანის საერთაშორისო ჩემპოინატი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა. ამბობს, რომ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარი მონდომებაა.
„თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. ადვილად არაფერი მოდის. ყველაფერი კარგი სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. ჩემი რეჟიმი ასეთია: მასწავლებელი, ვარჯიში და შემდეგ ისევ მასწავლებელი. თავისუფალი დრო არ მაქვს. მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, თუმცა ვარჯიშის შეწყვეტას არ ვაპირებ. ცუდია, რომ ახალგაზრდები ნაკლებად არიან სპორტით დაკავებული. უმეტესად დასალევს და სიგარეტს არიან მოკლებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სპორტული ინვენტარი ნაკლებია. ჩვენთან, სადაც მე ვვარჯიშობ, ნავების საკმარისი რაოდენობა არ არის. მე რომ გავდივარ წყალზე, ჩემს უკან სამი სპორტსმენი იცდის. მოყვარული რომ მოდის და შეხედავს სიტუაციას, მერე თავს ანებებს. შეჯიბრება წავაგე, რადგან საბჭოთა კავშირის დროინდელი ნავებით ვვარჯიშობ. თუმცა ყველაფერს ინვენტარის არარსებობასაც ვერ დავაბრალებთ, რადგან ხალხი გაზარმაცდა,“ - ამბობს გიორგი კანთელაძე.
სპორტსმენი თვლის, რომ ახალგაზრდების სპორტითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესების მიზნით, ხელისუფლება ახალგაზრდებში მოწოდებასა და რეკლამას უნდა აკეთებდეს.
„ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რამდენად მარგებელია სპორტი ადამიანისათვის. ჩემთვის სპორტი ყველაფერია. ამიტომ, ჩემს თანატოლებს მოვუწოდებ, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და გაიჯანსაღონ ცხოვრება,“ -ამბობს გიორგი კანთელაძე.
„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1962-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი

ამინდი