Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს თასის მფლობელ კალათბურთელებს მერიამ და სამხარეო ადმინისტრაციამ უმასპინძლა

თარიღი : 6-04-2014, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის საკალათბურთო კლუბის „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს უმასპინძლა.
აღნიშნული კლუბი კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
„დღეს ზეიმია ქუთაისში. კალათბურთის ისტორიაში პირველია, როდესაც კალათბურთის თასი შემოვიდა ამ ქალაქში. მცირედი რესურსით, ქალაქის სიყვარულითა და მოტივაციით შეძლეს ამ ადამიანებმა წარმატების მიღწევა და მინდა ამისათვის ყველას მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქის მერია სპორტის ამ სახეობას ხელს შეუწყობს.
„დღეს ჩვენთან იმყოფებოდნენ კალათბურთელები და მწვრთნელები. ის ადამიანები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს იმაში, რომ ქალაქი გაეხარებინათ. ამ ზეიმისათვის მინდა მათ და გულშემატკივართა არმიას მადლობა გადავუხადო,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ქუთაისელმა კალათბურთელებმა კალათბურთში საქართველოს თასისათვის ბრძოლაში სოხუმელი კალათბურთელები დაამარცხეს.


ნანახია: 1929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ 2013 წლის წარმატებული
ქუთაისის მერმა გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი პრემია გადასცა.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – თბილისი 2015 – ს ეძღვნებოდა.
კალათბურთში საქართველოს თასის მფლობელი 'ქუთაისი 2010' 2014 და 2017 წლებშიც იყო.

ამინდი