იმერეთის 15 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი : 13-11-2020, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის 15 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 211 020 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2692 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალებას მისცემს.
“მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში იმერეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 66 სოფელი, რაც 10 169 აბონენტს მოიცავს.
ამჟამად დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 390004 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5029 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. დანარჩენზე მიმდინარეობს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 11 მუნიციპალიტეტის 90 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 334 259 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 28 104 აბონენტი,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.