გამწვანების აქცია ქუთაისში ქალაქის ხელმძღვანელობის მონაწილეობით
თარიღი : 5-04-2014, 19:10 | კატეგორია: ---

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქუთაისში, სხვადასხვა ჯიშის 3 400 ნერგი დაირგო. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად #23-ე საჯარო სკოლაში იფანის, აკაციის, და ნეკერჩხლის ჯიშის ნერგები დარგეს.
,,გვინდა გავამწმვანოთ ქალაქი და ამ საქმეში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული. ადამიანმა მისი ცხოვრების მანძილზე ერთი ხე მაინც უნდა დარგოს. ეს კეთილი საქმეა,“ - ამბობსა შოთა მურღულია.
,,გვინდა გავამწმვანოთ ქალაქი და ამ საქმეში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული. ადამიანმა მისი ცხოვრების მანძილზე ერთი ხე მაინც უნდა დარგოს. ეს კეთილი საქმეა,“ - ამბობსა შოთა მურღულია.