Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 დღეა, რაც სოფელ ნამოხვანში მოსახლეობა ჰესის მშენებლობის ადგილას ღამეებს ათევს

თარიღი : 12-11-2020, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის მოსახლეობამ რკინის ჯაჭვით ხიდი გადაკეტა. ისინი ნამოხვან ჰესების კასკადის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით კომპანია ენკასთვისმუშაობაში ხელის შეშლას ეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა გაახსნევინა.

შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტექნიკას არ გაიყვანს, ისინი საავტომობილო გზას ისევ გადაკეტავენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე 19 დღეა, რაც სოფელ ნამოხვანში მოსახლეობის უწყვეტი აქცია მიმდინარეობს. ჰესის მშენებლობის ადგილზე მოქალაქეები მორიგეობენ. რეგიონის მოსახლეობა ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ აღნიშნული ჰესის აშენების შემთხვევაში 1000 ჰექტარი ფართობი წყლით, ავარიის შემთხვევაში კი წლით 18 მუნიციპალიტეტი დაიფარება.


ნანახია: 555-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი