Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიუსაფარი ძაღლებისათვის ხონში ხის სახლები განთავსდება

თარიღი : 12-11-2020, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონში, რამდენიმე ადგილას მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები განთავსდება. ხონის მერის ლადო ჯურხაძის თქმით, იდეა მოქალაქეებს ეკუთვნით, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიზიარა.

“ჩვენ ასევე გავიზიარეთ მოქალაქეების იდეა და ადგილობრივ მეწარეებს მოვუწოდეთ სოციალური პასუხისმგებლობისკენ. მათი დახმარებით, უახლოეს დღეებში მოხდება ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე ხის სახლების განთავსება.

იმედი მაქვს, ყველანი ერთად გამოვიჩენთ მეტ პასუხისმგებლობას და ზამთრის ცივ დღეებში დავეხმარებით მისაფარ ცხოველებს გამოკვებაში, რაც მათ აგრესიას შეამცირებს და სამომავლოდ გამოვიჩენთ მეტ ადამიანობას და ცხოველებს არ გავიმეტებთ ქუჩაში გასაშვებად,”-ამბობს ლადო ჯურხაძე.

მისივე თქმით, მუშაობენ ბაზრის კვლევაზე, რათა მოხდეს მიუსაფარი ძაღლების გაუვნებელყოფა, მათი სტერილიზაცია შემდგომი გამრავლების თავიდან აცილების მიზნით.


ნანახია: 615-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი