Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვირუსით გარდაიცვალა

თარიღი : 10-11-2020, 09:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის არის ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობის კურსს 72 პაციენტი გადის.

“24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი-65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები გქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან ქრონიკული Bჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"-განაცხადა მაღლაფერიძემ.


ნანახია: 574-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი