Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდა: ახალგაზრდები თვითონ თამაშობენ პასიურ როლს

თარიღი : 5-04-2014, 16:07 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი ადამიანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და ადამიანს აყალიბებს როგორც პიროვნებას. სპორტის ნებისმიერი სახეობა ადამიანს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზრდის,“ - ასე ახასიათებს სპორტული ცხოვრებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობებს ქუთაისელი ახალგაზრდა, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარი სალომე გრიგალაშვილი.
სალომე გრიგალაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ქუთაისელი ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული. სალომე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ნოვატორების“ წევრი და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეა.
„პირველი ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე მუშაობს, ხოლო მეორე ორგანიზაციის მთავარი მიზანი სტუდენტთა უფლებების დაცვაა. ორივეს კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. ეს საქმიანობა პირველ რიგში მაძლევს იმას, რომ ახალგაზრდული დრო და ენერგია გამოვიყენო. გარდა ამისა, საინტერესო ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა და ისეთ ადამიანებს ვხვდებიო, რომელთა გაცნობას სხვა შემთხვევაში შესაძლოა წლები დასჭირვებოდა. საზოგადოებასთან მაქვს ხშირი კონტაქტი, რაც ახალი იდეების გაჩენის შესაძლებლობას მაძლევს. თავისუფალი დრო შაბათ- კვირას მაქვს და ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო. სამეგობრო წრე ხშირად ვაწყობთ ლაშქრობებს. ქუთაისთან ახლოს ბევრი ისეთი ადგილია, სადაც ლაშქრობის მოწყობა შეიძლება. ამიტომ, დროს საინტერესოდ და სახალისოდ ვატარებთ,“- ამბობს სალომე გრიგალაშვილი.
ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელიც უპირატესობას ცხოვრების აქტიურ სტილს ანიჭებს, ახალგაზრდებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლები ჩართულობისათვის აკრიტიკებს. სალომე გრიგალაშვილს მიაჩნია, რომ ახალგაზრდები ჩაკეტილი არიან და არც სპორტულ აქტივობებსა და ცხოვრების ჯანსაღ სტილს წყალობენ.
„ზოგიერთ ახალგაზრდას მიაჩნია, რომ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ აქტიურობენ, თუმცა მე ასე ვერ ვიტყვი. ახალგაზრდები თვითონ თამაშობენ პასიურ როლს. ახალგაზრდებისათვის მეორე არის გართობის პრობლემა, თუმცა თუ სწორად დავგეგმავთ მეორე პრობლემა არის გართობის პრობლემა, თუმცა თუ სწორად დავგეგმავთ სპორტულ ღონისძიებებს, კარგად გართობაც შეიძლება. მე თვითონ ყოფილი მოცეკვავე ვარ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ველოსპორტი და ფრენბურთი. ხშირად ვთამაშობდი სკოლის პერიოდში. შიდა სასკოლო ჩემპოინატებიც გვქონდა სკოლაში, რომელშიც მთელი სკოლა ერთვებოდა. ვფიქრობ, ახალგაზრდების პასიურობა სამომავლოდ ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა. მარტო ქუჩაშ ბირჟაზე დგომა და კომპიუტერით გართობა სწორი არ არის. გამოვიდნენ და საზოგადოებაში უფრო მეტი დრო გაატარონ, სხვადასხვა თემაზე იმსჯელონ და ურთიერთობა ჰქონდეთ იმ ხალხთან, ვინც მათ პრობლემატიკაზე მუშაობს. დარწმუნებული ვარ, მათი ცხოვრების წესი შეიცვლება. მე მაგალითად საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან. ბეწვრ ღონისძიებას ახორციელებს ეს სამსახურია და ვთვლი, რომ ერთ-ერთია იმ სამსახურებს შორის, რომელიც კარგად მუშაობს,“ - ამბობს სალომე გრიგალაშვილი.
ქუთაისელი ახალგაზრდა მხოლოდ თანატოლების კრიტიკით არ შემოიფარგლება და მათ რჩევებსაც აძლევს.
„თუ ადამიანი სპორტით დაკავდება, ის ძალადობაზე არ იქნება ორიენტირებული, რადგან მისი ძალა სხვა ფორმით ვლინდება. ბევრი სპორტსმენი გვერდით უდგას ერთმანეთს. მე პირადად ბევრი შემთხვევა მქონია, როცა რაღაცის გაკეთება ძალიან მინდოდა, მაგრამ დაბრკოლებები მიშლიდა ხელს. ახალგაზრდებმა ხელის ჩაქნევის გრძნობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და მიზანზე არასოდეს არ უნდა ჩაიქნიონ ხელი. თუ ათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, მეთერთმეტე ცდაზე აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ყოველთვის, როდესაც რაიმეს ვაკეთებ, ამ პრინციპით ვმოქმედებ: მინდა საქმის გაკეთებამ შედეგი მოიტანოს, დაინახონ , რომ ნამდვილად გავაკეთე და ჩემი საქმიანობა მხოლოდ სახელის მოხვეჭასთან არ იყოს დაკავშირებული. ამიტომ, თუ ახალგაზრდები გულით მოინდომებენ, გააქტიურდებიან, ცხოვრებაში წარმატების მიღწევის პარალელურად, ცხოვრების ჯანსაღ წესსა დაიცავენ,“ - აცხადებს სალომე გრიგალაშვილი.



„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1957-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ქუთაისელი ახლაგაზრდა მიიჩნევს, რომ სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალგაზრდები ნაკლებად წყალობენ. ჭანტურაია თვლის, რომ
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,

ამინდი