Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საავტომობილო გზაზე, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ქუთაისსა და ბაღდათთან აკავშირებს, მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება

თარიღი : 9-11-2020, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური საავტომობილო პროექტის-ცხენთარო - აჯამეთი - ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება.

საავტომობილო გზაზე, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ქუთაისსა და ბაღდათთან აკავშირებს, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პირველად ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 10 კმ-იანი საავტომობილო გზის აღდგენა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზაზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი. მოეწყო ბეტონის კიუვეტები და წყალმარიდი მილები.

საავტომობილო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 3500 - მდე ადამიანი სარგებლობს. ადგილობრივებისთვის გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რეაბილიტაციის შემდეგ, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.


ნანახია: 410-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი