Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტალინის სახელით ცნობილი აგარაკი რაჭაში, რომელიც ბელადს არასდროს უნახავს

თარიღი : 8-11-2020, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭის ულამაზეს ბუნებაში, შოვში, ნაძვნარში ჩაფლული შენობა სტალინის აგარაკის სახელით არის ცნობილი.

უნიკალური შენობა 1924 წელს, გერმანელი არქიტექტორების მიერ არის აგებული. როგორც ცნობილია, მშენებლობისას მშენებლებს არ გამოუყენებიათ არც ერთი ლურსმანი. ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული ნაგებობა მრავალი ათეული წლის მანძილძე მასპინძლობდა ქართველ თუ უცხოელ ტურისტს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიკალურ რეზიდენციას სტალინის სახელს უკავშირებენ და ეს შენობაც დღეისათვის ცნობილია როგორც სტალინის აგარაკი, გადმოცემის თანახმად, თავად ბელადს ეს რეზიდენცია არასდროს უნახავს. მეტიც, სტალინი შოვში არასოდეს არ ყოფილა. როგორც ცნობილია იგი რაჭაში მოგზაურობისას გზაში კალმახით მოიწამლა, უკან გაბრუნდა და შოვამდე ასვლა ვეღარ შეძლო.

წელიწადის ნებისმიერ დროს რეზიდენციას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მისი მაღალი აივნებიდან ხელისგულივით გეფინება თეთრად მოელვარე კავკასიონი და მის ძირში მდებარე შოვი. უცხოელი ტურისტების უმრავლესობა აღფრთოვანებულია შენობის არქიტექტურით და სიძველით.

დღეისათვის სტალინის სახლი სტატუსის გარეშეა დარჩენილი. იგი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შესული. სახლის საფეხურები დაზიანებულია. დანგრეულ კედელზე ალაგ-ალაგ მოჩანს ძველი, ფერგასული კედლის ქაღალდი.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შენობის ძველი დიდებიდან ამ დროისათვის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
44 წლის კრის ევანსი სკანდალურად ცნობილი სვეტლანა ალილუევას, სტალინის ერთადერთი ქალიშვილის უმცროსი შვილია.
გია გოქაძის თქმით, აღნიშნული ქმედება იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებიც სტალინის პერიოდში, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
ინფორმაციას ენმ ზესტაფონი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი წყალტუბოში რამდენჯერმე ისვენებდა, კურორტზე პერსონალური აგარაკიც ჰქონდა.

ამინდი