ქუთაისის მერი: პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში
თარიღი : 5-04-2014, 12:54 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებას პასუხობს.
მურღულიას თქმით, „ნაციონალებმა“ დღეს მორიგი სიცრუე გაავრცელეს ქუთაისში პარლამენტის მიმართ მის პოზიციასთან დაკავშირებით.
„ჩემი პოზიცია არის, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში,“ - განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, სანამ ქუთაისში პარლამენტი აშენდებოდა და 350 მილიონი დაიხარჯებოდა, შეიძლებოდა ეს თანხა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის დახარჯულიყო.
მერმა აქვე გია თევდორაძის იმ მოწოდებასაც უპასუხა, სადაც ის შოთა მურღულიას ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.
„მე არ მესმის რაზე უნდა დავჯდე დებატებში. თუ „ნაციონალებს“ სურთ საუბარი იმ პრობლემებზე, რაც მე ქალაქში დამხვდა. ჩემთვის გაურკვეველია ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავების დაწყებამ რატომ გამოიწვია უკმაყოფილება ამ ადამიანებში,“ - აცხადებს მურღულია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ შოთა მურღულია ქუთაისის მომავლის წინააღმდეგ იბრძვის და აცხადებს, რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსმა არ გაამართლა.