Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები ზესტაფონში, რომელიც 2021 წელს იგეგმება

თარიღი : 6-11-2020, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების გარკვეული ჩამონათვალი წარუდგინა, რომელიც მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში აისახება.

ვიცე-მერმა დავით მაღრაძემ დეპუტატებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გააცნო, რომლის განხორციელებაც 2021 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.

პროექტთა შორისაა:

სოფელ ბოსლევში, თავბერების საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ არგვეთაში, გაფრინდაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ქვედა საქარაში, გურულების უბნის რეაბილიტაცია;

სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერამდე მისასვლელი მონაკვეთის რეაბილიტაცია;

ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩის მე - 3 შესახვევის რეაბილიტაცია;

ფალიაშვილის ქუჩაზე, გზის დარჩენილი მონაკვეთისა და სანიაღვრე არხის მოწყობა;

ჩხეიძის ქუჩის მეხუთე შესახვევისა და პირველი ჩიხის რეაბილიტაცია;

სოფელ დილიკაურში, ხვედელიძეების და ცერცვაძეების საუბნო გზებისს რეაბილიტაცია;

ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლისთვის იგეგმება.


ნანახია: 274-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი