Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მწვერვალ უშბაზე 39 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ნეშტი იპოვეს

თარიღი : 31-08-2013, 15:21 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მაშველებმა მწვერვალ უშბას მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.
1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ „უშბაზე“, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე გარდაცვლილი ალპინისტის ნეშტს მიაკლიეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარების შესახებ შეტყობინება მიიღო. მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ უშბის ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია და ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია.
გარდაცვლილი ალპინისტის ოჯახის წევრებმა ნეშტის პოვნის შესახებ უკვე შეიტყვეს. ალპინისტის ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული.


ნანახია: 2608-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.

ამინდი