ტაძრები ხონში, რომლებიც ფონდმა ‘ქართუ’-მ აღადგინა
თარიღი : 2-11-2020, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოლო წლებში არაერთი ტაძარი აშენდა, ხოლო ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სოფელ ძეძილეთში მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ფონდი ქართუს დაფინანსებით აღადგინეს;
ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორაგვეთში ამჟამად მე-12 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს;
ჯვართამაღლების სახელობის ტაძრი აშენდა ხონის დევნილთა დასახლებაში. ტაძრის მშენებლობას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი და შვიდი წელი მიმდინარეობდა;
სოფელ დედალაურში 1864 წელს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აღადგინეს;
სოფელ პატარა ჯიხაიშში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აღნიშნული ტაძარი დაახლოებით 70 წელი არ ფუნქციონირებდა;
იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აშენდა სოფელ გოჩა - ჯიხაიშში;
გორდის ადმინისტრაულ ერთეულში შემავალ სოფელ ბანგვეთში აღდგა წმინდა გიორგის სახელობის X-XI საუკუნეების ეკლესია;
კვირაცხოვლობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კინჩხაში. ამავე დროს რეაბილიტაცია უტარდება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს;
აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი ტაძრების რეაბილიტაციაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ქართუ“ ფონდს.