ქუთაისში ხმა ამომრჩეველთა 30-მა პროცენტმა მისცა
თარიღი : 31-10-2020, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

15 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 47 657-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30.74 %-ს შეადგენს.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი ორი პროცენტით აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას.
კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს. კომისიაში ამ დროისათვის ათი საჩივარია შესული. საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება.