გიგა შუშანია: ხმა მივეცი პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას, ჩვენი ლამაზი ქალაქის სწრაფ განვითარებას და წინსვლას
თარიღი : 31-10-2020, 10:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. მერობის კანდიდატმა ხმა 117-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
“დღეს მარიამთან ერთად უკვე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, კანონს "ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ", პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას, ჩვენი ლამაზი ქალაქის სწრაფ განვითარებას და წინსვლას! ყველა საქმე უნდა გადავდოთ და მივიდეთ არჩევნებზე! დღეს ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა,”-ამბობს გიგა შუშანია.