Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საოლქო კომისია: ქუთაისში საარჩევნო უბნები განსაკუთრებული დარღვევების გარეშე გაიხსნა

თარიღი : 31-10-2020, 08:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში არსებული 130 უბანი დროულად გაიხსნა და განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია-ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გელა თუთბერიძემ საოლქო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კომისიაში აცხადებენ, უბნების ნაწილზე პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო ოლქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 7 სპეცუბანია. ერთი სპეციალური უბანი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენი 6 უბანი ( ე.წ. კოვიდუბნები), რომლებიც კოვიდინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურებიან, ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაშია განთავსებული.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 275 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ქალაქის მერობისთვის 8, ხოლო მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქალაქში #59 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
ქალაქში 125 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, სადაც 154 000 ამომრჩეველს ექნება ხმის მიცემის საშუალება.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 21 საჩივარი შევიდა
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ამინდი