Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფლების-ლაშესა და კიცხის მოსახლეობა დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს

თარიღი : 29-10-2020, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესა და კიცხში ბუნებრივი აირი ჩაირთო.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირი სიმბოლურად მერაბ ნიქაცაძისა და გოჩა კვანტრიშვილის ოჯახში აანთეს.

ლაშესა და კიცხში გაზის მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 400-მდე აბონენტი გაზიფიცირდა.

ამჟამად, ოჯახებში ბუნებრივი აირის ინდივიდუალური დაერთებები ხორციელდება.

მიმდინარე წელს გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულდა ასევე, ფარცხნალში, საქარიქედსა და ვარძიაში.

ამჟამად, ბუნებრივი აირით მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელი სარგებლობს.


ნანახია: 361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.
გუმათის დასახლებაში 8159 გ/მ საშუალო წნევის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა,

ამინდი