Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა ხონის სოფელში, რომელმაც ქვეყანას ათეულობით აკადემიკოსი და მეცნიერი აღუზარდა

თარიღი : 28-10-2020, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია მათხოჯი. ეს არის თემი, რომელმაც ქვეყანას ათეულობით აკადემიკოსი და მეცნიერი აღუზარდა. მათ შორის ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური და სამსონ ფირცხალავა.

მათხოჯის ადმინისტრაციული ერთეული ოთხ სოფელს-მათხოჯს, ლეფილიეს, სუხჩესა და ხიდს აერთიანებს.

ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული.

სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ეგრეთწოდებული "ნაციხარი". სოფელში ორი ტაძარია: "წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი" და "წმიდა ბასილის ეკლესია".

ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს 3 საჯარო სკოლა, სამედიცინო ამბულატორია და საბავშვო ბაღი.

ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:

მონასტერთან მისასვლელ გზაზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი;

საგზაო სამუშაოები განხორციელდა ბარაბაძეების უბანში;

მოეწყო გარე განათების სისტემები;

მოხდა საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები:

მოეწყო სველი წერტილები და შემოიღობა ეზო;

გზის გარკვეულ მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია სოფელ სუხჩეში;

ნაწილობრივ გაიწმინდა მახარაძის არხი;

სოფელ ლეფილიეში ნოემბრის თვეში დასრულდება საგზაო სამუშაოები;

მდინარე ცხელისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაახლოებით 350 მ. მონაკვეთზე მოეწყო გაბიონი;

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც 9 ნოემბერს დასრულდება.

ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 კილომეტრზე მეტ გზის საფარს და მოეწყო 400-მდე გარე განათების ბოძი.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი