Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეატრალურმა საზოგადოებამ ხარაგაულის თეატრის რეჟისორს ამაგდარის წოდება მიანიჭა

თარიღი : 27-10-2020, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
იმერეთის თეატრალური ფესტივალი მიმდინარე წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა.

თაეტრებმა სპექტაკლები, ღია, თავისუფალ სივრცეში წარმოადგინეს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს არ იყო ნომინაციები, თუმცა იმერეთის თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თეატრს მიენიჭა ამაგდარის წოდება, მათ შორის ხრაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს - ირინე ჩხეიძეს.

“თეატრალური ფესტივალი 2020” ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნა.

ირინე ჩხეიძეს ამაგდარის წოდების სპეციალური დიპლომი მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, 21 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს.

“ვულოცავთ ქალბატონ ირინეს და მთელ დასს ამ წარმტებას, ასევე დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს 120 წლის იუბილეს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 977-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი