Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტომაგისტრალის მშენებლობა ხარაგაულის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უგვარებს

თარიღი : 27-10-2020, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სოფელ ფონას მხრიდან ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას მოიცავს.

“საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს.

პირველ ლოტზე, ასფალტის საფარი დაგებულია ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.

ამინდი