Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ხარაგაულის ეტალონი მოსწავლეები?

თარიღი : 27-10-2020, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი გიორგი ლელაძე გახდა.

ხარაგაულში, 2020-2021 სასწავლო წლის ეტალონის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა.

მეორე ადგილი დაიკავა ხარაგაულის # საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძემ.
https://i.postimg.cc/Gpm9cMS5/8-A24-F846-B26-A-46-E8-ADE0-38427-A7346-AE.jpg
ხოლო მესამე ადგილზე ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭანკოტაძე გავიდა.

პროექტ „ეტალონის“ ავტორის და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, ხარგაულელმა მოსწავლეებმა, წელს განაკუთრებულად და გამორჩეულად მაღალი შედეგი აჩვენეს.
https://i.postimg.cc/y8bCZv85/498-F13-CF-4608-468-E-AA6-C-3-E4-E952-C2270.jpg
სამეულში მოხვედრილმა მოსწავლეებმა თანაბრად 80-80 ქულა აიღეს, თუმცა მათი ადგილები წამების მიხედვით გადანაწილდა.

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „ეტალონის“ პირველ სამეულს მერიისგან, ტრადიციულად, ფულადი ჯილდო გადაეცემა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მეოთხე და მეთერთმეტე ადგილზე გასულ მოსწავლეებს.

ეტალონის ფინალური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში, თბილისში ჩატარდება, სადაც ხარაგაულის ეტალონი
მოსწავლე გიორგი ლელაძე მიიღებს მონაწილეობას.


ნანახია: 210-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10

ამინდი