Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ახალი საბაგირო მუშაობას წლის ბოლოდან დაიწყებს

თარიღი : 27-10-2020, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი საბაგირო გზა ჭიათურის მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლოდან მოემსახურება. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, დასკვნით ფაზაშია.

სრულად აღდგა ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. ამ დროისთვის დასრულებულია სანატორიუმისა და ლეჟუბანის სადგურების მონტაჟი და ტესტირება. მიმდინარეობს მუშაობა მუხაძის და ნაგუთის სადგურების სამონტაჟო სამუშაოებზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფინანსდა და მისი ღირებულება დაახლოებით 40 მლნ ლარს შეადგენს.

ჭიათურაში მთა-გორიან რელიეფზე მცხოვრები მოსახლეობისათვის საბაგირო ტრანსპორტი მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ 2016 წელს სამგზავრო საბაგიროს მუშაობა შეწყდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2017 წლის ივნისიდან დაიწყო.

ჭიათურაში საბაგირო გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski-მ უზრუნველყო. ახალ საბაგირო გზას მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, ტურისტული დანიშნულებაც გააჩნია. საბაგიროს ერთ საათში 445 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი
მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი
შესაბამის ხელშეკრულებას დღეს, ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის

ამინდი