Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი

თარიღი : 26-10-2020, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც- შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

"პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურ რეჟიმში, მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი