Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გააკეთა ხელისუფლებამ ხონში არსებული დევნილთა დასახლებისთვის?

თარიღი : 23-10-2020, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქ ხონში, ცენტრიდან 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს დევნილთა დასახლება, სადაც 600 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

გაგაცნობთ ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნულ დასახლებაში განხორციელებულ პროექტებს:

მოხდა დასახლების გაზიფიცირება. თითოეულ ოჯახში უფასოდ დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი და საჩუქრად გადაეცათ გამათბობლები;

მოეწყო გარე განათების 40 ბოძი;

მოწესრიგდა შიდა გზები. ჯამში რეაბილიტირდა 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი;

მოეწყო ახალი წყლის ჭაბურღილი, რამაც უზრუნველყო 24 საათიანი წყალმომარაგება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს წყალი მიეწოდებათ უფასოდ, თვითმმარველობის დაფინანსებით;

დასახლებაში მდებარე №4 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შეიცვალა შენობის სახურავი, გაკეთდა შიდა გათბობა, რეაბილიტირდა სპორტული დარბაზი, სველი წერტილები და შეიღება ფასადი;

4 კორპუსზე დამონტაჟდა წყალშემკრები ღარები;

ფუნქციონირება დაიწყო ძალოსნობის დარბაზმა;

დაფინანსდა 60-მდე იძულებით გადაადგილებული პირის მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს პროექტი;

დასახლებაში მოეწყო 2 სკვერი, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები;
https://i.postimg.cc/5ySPvzpT/100-E1489-E9-F8-4-A44-A617-35-FDF6-A607-F5.jpg
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა №2 საბავშვო ბაღი;

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა დასახლებაში მდებარე კულტურის ცენტრი;

დასახლებაში გაიხსნა ჯვართამაღლების ტაძარი.


ნანახია: 179-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარმა მათ საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

ამინდი