Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მოხდა სოფელ მარტოთუბანში?-ზესტაფონის მერიის განცხადება

თარიღი : 22-10-2020, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საუბარია ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ზესტაფონში, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მარტოთუბნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

აღნიშნულ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწესრიგდა.

„სოფელში მოეწყო წყლის რეზერვუარები და შევიძინეთ ტუმბო, რომელსაც სიმაღლეზე აჰქონდა წყალი, თუმცა ტუმბომ ვერ იმუშავა, რადგან დიდი სიმძლავრე იყო საჭირო. ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეორე, 2500 ლარიანი ტუმბო შეიძინა, რომელიც უპრობლემოდ მუშაობდა. ამჯერად პრობლემა ის იყო, რომ ტუმბოს მოსახლეობამ არ მიაქცია ყურადღება, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს და დაიწვა. არ ელოდებოდნენ, რომ ახალ ტუმბოს მივუტანდით და დავამონტაჟებდით, თუმცა მოვიძიეთ ღვთისნიერი ადამიანი, რომელმაც ახალი ტუმბო შეიძინა. აღნიშნული წყლით ორი-ფერაძე-გენეტაშვილების უბნის 22 ოჯახი სარგებლობს. ახლა თვითონ ოჯახებს აქვთ დავა ერთმანეთთან. იმის გამო, რომ ერთმანეთს აბრალებენ ძველი ტუმბოს დაწვას, არავინ იღებს პასუხისმგებლობას ახლის მოვლაზე, არ რთავენ და ითხოვენ, რომ ყოველდღე სოფლის რწმუნებულმა მივიდეს, ჩართოს და გამორთოს ტუმბო. ფაქტს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც „მთავარი არხი“ მიიყვანა სოფელში და განაცხადეს, რომ მოსახლეობას წყალი არ აქვს, როდესაც სოფელში რეალურად წყლის პრობლემა არ არის,“- აცხადებს მერის წარმომადგენელი სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით გაჩეჩილაძე.


ნანახია: 288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობის განცხადებით, წლებია სოფელს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, წყლის მილები სოფელში ერთი წლის წინ გაიყვანეს, თუმცა
მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ან ყიდულობენ ან კიდევ იმ მილიდან იღებენ, რომელიც სოფელთან ახლოს გადის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ ალისუბანში იმყოფებოდა, სადაც წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ამინდი