"ჰაკიმ ფაშა", ბოტასების ქურდი და იხტიოლოგი-დეპუტატების მორიგი დაპირისპირება პარლამენტში
თარიღი : 4-04-2014, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები

„უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
უმრავლესობის წევრთა გაღიზიანება უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს „ჰაკიმ ფაშა“ უწოდა, ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბოტასების ქურდი და აღნიშნა, რომ პროკურატურას ბოტასების ქურდი ფარცხალაძე მართავს. გიორგი კანდელაკმა არც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაივიწყა, რომელსაც იხტიოლოგი უწოდა. კანდელაკის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. „იხტილოგი მამაშენია,“- აცხადებდნენ უმრავლესობის წევრები. ვითარების განმუხტა პალრამენტის თავმჯდომარემ სცადა, რომელმაც დეპუტატებს ადგილების დაკავებისაკენ მოუწოდა.