Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ინფიცირების 372 შემთხვევა გამოვლინდა

თარიღი : 20-10-2020, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 372 შემთხვევა გამოვლინდა.

მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე ესაუბრა.

“იმისათვის, რომ რეგიონში ინფიცირებულებს პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარება გავუწიოთ, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და 24-საათიან რეჟიმში გვერდით უდგახართ ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. თქვენ იცით, რომ რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი, რადგან შევძლოთ თითოეული პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ექიმთა ყველა რგოლი არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მე მჯერა, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსის დამარცხებაში,”-განაცხადა შალამბერიძემ.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი