Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გეგმა აქვთ იმერეთში ვირუსთან საბრძოლველად?

თარიღი : 19-10-2020, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მისი თქმით, აუცილებელია ყველა რგოლმა კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაოს, რათა თავიდან აირიდონ არასასიამოვნო შემთხვევები.

“არის გარკვეული ხარვეზები და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების დახმარებით სწრაფად უნდა მოგვარდეს. მოგიწოდებთ თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას, მოქალაქეებთან გქონდეთ სწორი კომუნიკაცია, დაეხმარეთ საჭიროების შემთხვევაში და დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენამდე მოსულ მოქალაქეებსა და ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, რა შემთხვევაში უნდა აიღონ ტესტი და რა შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

დღეიდან იმერეთში კიდევ ერთი, 35 ნომერზე გათვლილი კოვიდსასტუმრო ამოქმედდა, გარდა ამისა, უკვე მეორე 50 ნომრიანი სასტუმრო გვემატება, სადაც უსიმპტომო პაციენტებს ჩაუტარდებათ მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობით.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 501 კოვიდინფიცირებული, 200 უსიმპტომო პაციენტი კი სასტუმროშია გადანაწილებული,”-განაცხადა შალამბერიძემ.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს

ამინდი