Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ინფიცირებული 95 წლის ქალის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თარიღი : 19-10-2020, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 7 პაციენტი შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინე სივრცეში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა.

კოვიდცენტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 300-ზე მეტი პაციენტი მიიღო, ხოლო 170-მა კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

“ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერის მამია ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრს საწოლფონდთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

“ჩვენი კლინიკა 170 საწოლზეა გათვლილი და აქედან 125 საწოლი მობილიზებულია კოვიდდადებითი პაციენტებისათვის. დღეს 20 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ხოლო 7 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინე სივრცეში გადავიდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში 300-ზე მეტ პაციენტს გავუწიეთ სტაციონარული მკურნალობა და მეთვალყურეობა და აქედან 170-მდე გამოჯანმრთელებული უკვე გაეწერა ბინაზე.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მრავალპროფილიანი სტაციონარი გვაქვს, სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ კოვიდდადასტურებულ ბავშვებს, ორსულებს, თერაპიულ პაციენტებს ასაკობრივი კატეგორიის მიუხედავად.

ვირუსს შედარებით მარტივად ებრძვიან და მალე ტოვებენ კლინიკას ორსულები და ბავშვები. გვყავს მძიმე და ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, თუმცა
არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ ქრონიკული დაავადებები და ხანდაზმულობა განაჩენია ვინმესთვის. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე,”-ამბობს მამია ყიფიანი.

ამ დროისთვის კოვიდცენტრში 82 პაციენტი აგრძელებს მკურნალობის კურსს.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი