Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარს ვირუსი დაუდასტურდა

თარიღი : 19-10-2020, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილიც.

„პასუხი მომივიდა პარასკევს, ანუ ხუთაშაბათს საღამოდან ინფიცირებული ვარ. კონტაქტები მივაწოდე უკვე, შესაბამისად, გადაამოწმებენ ყველას. ვმკურნალობ სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, ვარ სრულ იზოლაციაში. თავიდან მაღალი სიცხე და თავის ტკივილები მქონდა, ახლა 37,3 - მდე მაქვს ტემპერატურა. ჩემს ბიჭსაც დაუდასტურდა ვირუსი ჩემთან ერთად. ის უკეთესად არის, ისიც სახლში გადის მკურნალობას. სკოლაში სწავლობს, თუმცა დისტანციურ რეჟიმზე იყო,“- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.


ნანახია: 238-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი