Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლა ქუთაიში, რომელიც მოსწავლეებს სწავლების მაღალ ხარისხთან ერთად, უსაფრთხო და დაცულ გარემოს სთვაზობს

თარიღი : 19-10-2020, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მშობლებისათვის, რომელთაც შვილებისათვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემა და ამავდროულად, შვილების უსაფრთხო გარემოში მოხვედრა სურთ, ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს ისეთი სკოლის შერჩევა, რომელიც ყველა აღნიშნულ პირობას აკმაყოფილებს.

ქუთაისში კი ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის იმ სკოლის ისტორია, რომელიც მშობლებისათვის იმედს, მოსწავლეებისათვის კი წარმატების გზამკვლევს წარმოადგენს.

სწავლების მაღალი ხარისხი, ჯანსაღი, დაცული და უსაფრთხო გარემო, კვებით უზრუნველყოფა და წარმატებული მოსწავლეების დგილზე დასაქმების მაღალი შანსი-ეს ის პირობებია, რომელსაც ქუთაისში არსებული კერძო სკოლა "მერმისი" თამამად აკმაყოფილებს.

„ჩვენი სკოლა 21-ე წელია უკვე რაც არსებობს. სკოლა 1998 წელს დავაფუძნე. იმ პერიოდში ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ბევრი რამ არ მომწონდა, რასაც ასწავლიდნენ სკოლაში. არ იყო სათანადო სიმაღლეზე უცხო ენის სწავლება, არც მათემატიკა. უფროსი შვილი შემდეგ ფიზიკა-მათემატიკურში გადავიდა, იქ მათემატიკა კარგად ისწავლებოდა, სხვა საგნები კი- ნაკლებად. მინდოდა ყველაფერი, ყველა საგანი მაღალ დონეზე ერთ სივრცეში მესწავლებინა, რომ ბავშვს რეპეტიტორებთან სიარული არ დასჭირვებოდა,"-გვიყვება "მერმისი"-ს დამფუძნებელი ლალი აბაშიძე.

სკოლას ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველი ის არის, რომ მოსწავლეს არ სჭირდება დამატებით რეპეტიტორთან სიარული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "მერმისი" ერთადერთი სკოლაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც მოსწავლეებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნავს და რომელსაც საკუთრი საცურაო აუზი აქვს.
https://i.postimg.cc/6qBFx7X5/auzi.jpg
„დასავლეთ საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი სკოლა, რომელსაც საცურაო აუზიც აქვს. მოსწავლეებს ვთავაზობთ ცურვის გაკვეთილებს. ანუ, ჩვენთვის პრიორიტეტი განათლებასთან ერთად ჯანმრთელობაცაა. თუ ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიეჩვევა იმას, რომ ცურვა გახდეს მისი ყოველდღიური ცხოვრები ნაწილი, ის იქნება ჯანმრთელი, აღარ იფიქრებს პირველ რიგში სიგარეტზე, ნარკოტიკზე და ა.შ. იქნება სპორტული აქტივობით დატვირთული. გვყავს ცეკვის ანსამბლიც „მერმისი“, ამასთან, ჩვენ, წარმატებულ მოსწავლეებს ვახალისებთ და ვთავაზობთ უფასო ექსკურსიებს. "მერმისში" გარემოთი დაწყებული აკადემიური პერსონალით დასრულებული, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მოსწავლე წარმატებული, მშობელი კი მშვიდად და არჩევანით კმაყოფილი იყოს,“-აცხადებს ლალი აბაშიძე.

სკოლა "მერმისი"-ს სწავლების თანამედროვე და სახალისო მეთოდებზე Topnews.com.ge მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ნანახია: 583-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი