Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოყვარული მოჭადრაკეები, რომლებმაც ქუთაისში გამართულ ტურნირში გაიმარჯვეს

თარიღი : 18-10-2020, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის ქუთაისის ღია პირველობისთვის ბრძოლა დასრულდა.

ტურნირში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 30-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირის ორგანიზატორები ქუთაისის მერია, იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია და ა.(ა.)ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა იყვნენ.

შეჯიბრების მთავარი მსაჯი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, იმერეთის ფედერაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე არსენიძე იყო.

გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ჯგუფურ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ქუთაისის ვიცე მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, მერიის ადმინისტრაციული აპარატის უფროსმა პეტრე ადამაძემ და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მურუსიძემ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

პირველადგილოსნებმა პრიზის სახით ლედ ტელევიზორები, ხოლო მეორე–მესამე ადგილებზე გასულებმა მობილური ტელეფონები მიიღეს.

დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოჭადრაკეებიც. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე (იმყოფება იზოლაციაში) ტურნირს ვერ დაესწრო იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე. მისი ინიციატივით, ტურნირის ყველა მონაწილეს, დიპლომები და სახელოვანი მწვრთნელის დავით ჩირაძის შესახებ გამოცემული წიგნი –“კაცი რომელიც დააკლდა ჭადრაკს" გადაეცა.

გამარჯვებულები და პრიზიორები:

ქალთა შორის
1.ანა მარდალეიშვილი
2. შორენა ჯიმშელეიშვილი
3. ხატია კიკვიძე

მოყვარულთა შორის
1. ზურაბ ხურციძე
2. ზვიად ჯეჯელავა
3. გულივერ ქარქაშაძე

მოყვარულ–პროფესიონალთა შორის
1. მამუკა ქოჩაკიძე
2. სანდრო მგელაძე
3. გიორგი ნეფარიძე

ნომინაციები:
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე – ჯემალ გოდუაძე
ტურნირის აღმოჩენა – დავით ხურციძე
კომბინაციური თამაში – მიხეილ ნემსაძე


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტურნირზე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის 46 –მა წარმომადგენელმა იასპარეზა.
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა.
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.

ამინდი