იმერეთში ხვალ საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება
თარიღი : 3-04-2014, 23:03 | კატეგორია: საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ხვალიდან ქუთაისსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, რომელიც თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. ამისთვის საქსტატმა მოამზადა 605 რეგისტრატორი, ისინი აღნიშნულ სამუშაოებს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა დედაქალაქში, ასევე აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დასაქმდა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.
ხვალ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი პირადად შეამოწმებს.