Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიღარიბის კუთხით საქართველო ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ ადგილზეა

თარიღი : 3-04-2014, 20:58 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო სიღარიბის კუთხით ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე რჩება. მისივე განმარტებით, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის განცხადებით და აღნიშნული ფაქტი გადაამოწმა.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, სიღარიბის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი შემოსავლებია. მსოფლიო ბანკის ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 20 ქვეყანა შედის. მაღალი საშუალო შემოსავლების კატეგორიაში შემდეგ ქვეყნები შედის: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და თურქმენეთი. ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მხოლოდ 6 ქვეყანაშია შემოსავლები დაბალი საშუალო: საქართველო, სომხეთი, კოსოვო, მოლდოვა, უკრაინა და უზბეკეთი. შემოსავლების ყველაზე დაბალ გრადაციაში ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ხვდება.
დაბალი შემოსავლის კატეგორიაში ხვდებიან ქვეყნები, რომლის მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita, Atlas method) 1,035$ ან მასზე ნაკლებია, დაბალი საშუალო შემოსავლის კატეგორია – 1,036$-4,085$, მაღალი საშუალო შემოსავლის კატეგეგორია – 4,086$-12,615$ და მაღალი შემოსავლის კატეგორია – 12,616$ და მეტი.
საქართველო შემოსავლების მხრივ დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფშია. 2012 წლის მონაცემებით მისი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita, Atlas method) 3,270$ იყო. ამასთან, 2004-2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს GNI per capita ყოველწლიურად იზრდებოდა. საქართველო დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში ჩამორჩება სომხეთს, კოსოვოს და უკრაინას და უსწრებს უზბეკეთს და მოლდოვას.
საქართველო ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემოსავლების მხრივ ყველაზე დაბალ საფეხურზე არ არის, თუმცა, მისი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ უზბეკეთის, მოლდოვის (დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფი), ყირგიზეთის და ტაჯიკეთის (დაბალი შემოსავლის ჯგუფი) მონაცემებს აღემატება და ჩამორჩება რეგიონის 15 ქვეყანას.
შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება “საქართველო სიღარიბის კუთხით ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე რჩება“, -არის სიმართლე.


ნანახია: 1841-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების
WHO-ის კვლევის თანახმად, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7,7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 293,5 ლარი.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2016