Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელ ხანის მოსახლეობას კობა ლურსმანაშვილმა ანგარიში ჩააბარა

თარიღი : 6-10-2020, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელ ხანს მაჟორიტარი დეპუტატის რანგში ბოლოჯერ ესტუმრა.

მისი თქმით, სოფელ ხანში ყველაფერი საუცხოო და განსაკუთრებულია, რადგან აქ საოცრად მშრომელი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.

“ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში პასუხისმგებლობა ავიღე და უზრუნველვყავი, რომ ხანს ჰქონოდა მოასფალტებული გზა, ახალი საბავშვო ბაღი და ყველაზე მთავარი-სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

მინდა, თითოეულ მოქალაქეს ნაყოფიერი და ერთობლივი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ საკმაოდ ხშირი და საქმიანი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან. ჩემი მათდამი დამოკიდებულება მართლაც რომ განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია, მათგან წამოსულმა ამდენმა ემოციამ, სითბომ და სიყვარულმა სრულად გაუსვა ხაზი ჩვენს ოთხწლიან ურთიერთობას.

რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება მომავალშიც აუცილებლად სხვა სტატუსით გაგრძელდება, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და გავიზიარებ თქვენს სიხარულსა და წარმატებას.

მჯერა, რომ 31 ოქტომბერს, მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ და ხანელები ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებთ. ზესტაფონს, ბაღდათს, თერჯოლასა და ტყიბულს ჰყავს ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბ-ნ ბეჟან წაქაძე, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი, თავის ქვეყანაზე და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში იგი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ის იქნება ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ღირსეული ხმა პარლამენტში.

გახსოვდეთ, თქვენ ერთგულებას, თავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას და თქვენი შვილების ბედნიერ მომავალს ირჩევთ,”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge-სთან საუბარში უკვე მაჟორიტარი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, რადგან მოსახლეობამ მხარი ქვეყნის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ამინდი